თქვენს პროფილში MOVEASY.GE -დან ა.შ.შ-ს მისამართის ველიდან, თანმიმდევრობით გადაიტანეთ მონაცმები SHEIN-ის აპლიკაციაში/ვებ-გვერდზე
შედით SHEIN-ის აპლიკაციაში/ვებ-გვერდზე გადადით პროფილზე და შემდგომ Address Book
დააწექით ADD A SHIPPING ADDRESS
მისამართის პირველ ველში აუცილებლად მონიშნეთ ლოკაციაში United States (ა.შ.შ) შემდგომ თქვენი სახელი და გვარი და ჩვენი ა.შ.შ-ს საწყობის მ/ტელფონის ნომერი რომელიც მითითებულია თქვენს პროფილში ა.შ.შ-ს მისმართის ველში (+1) 7178826709
მისამართის დარჩენილი ველების შესაყვანად დააჭირეთ Enter Address Manually
შეავსეთ მისამართის დარჩენილი ველები MOVEASY.GE -ზე მოცემული თანმიმდევრობით
Address 1: 2860 Ogletown Rd. 1-4
Address 2: ME- (თქვენი ოთახის ნომერი / ME-..... კოდი)
City: Newark
State: DE (DELAWERE)
ZIP/POST CODE:19713
აუცილებლად მონიშნეთ სლაიდი Make Default (რათა MOVEASY.GE-ს მისამართი გახდეს თქვენი მთავარი მისამართი და სწორედ MOVEASY.GE -ს საწყობში გაიგზავნოს თქვენი ამანათები) ბოლოში დააწექით დამახსოვრებას (SAVE)
გილოცავთ ! MOVEASY.GE-ს მისამართი დამატებულია, წარმატებულ შოპინგს გისურვებთ !
(კიდევ ერთხელ შეამოწმეთ, რომ ჩვენი მისამრთი Default ანუ მთავარ მისამართად იყოს მონიშნული)
P.S ზუსტად მსგავსი ლოგიკით/თანმიმდევრობით ხდება სხვა ყველა ამერიკულ ვებ-გვერდზე MOVEASY.GE-ს მისამართის დამატება
საკურიერო სერვისის გასაფორმებლად ამანათ(ებ)ი უნდა იყო ჩამოსული/გადახდილი/დადეკლარირებული.
1 ნაბიჯი: პირადი ანგარიშიდან შევდივართ „საკუროერო“-ში და ვამატებთ მისამართს (მისამართების დამატებაში არ ხართ შეზღუდული, შეგიძლიათ დაამატოთ იმდენი მისამართი რამდენიც გსურთ)
სოფლის/დაბის შემთხვევაში, ირჩევთ რაიონული ცენტრის ქალაქს და შემდეგ წერთ სსოფლის/დაბის დასახლებას.
ქალაქის შემთხვევაში ირჩევთ ქალაქს და წერთ ქუჩას, ნომერს, მიკ.რაიონს და ა.შ
მისამართის დამატებისას სავალდებულოა ორი საკონტაქტო ტ/ნომრის მითითება.
მონაცემბის სრულად შეყვანის შემდგომ აკლიკებთ „დამატებას“ და მისამართი ემატება „ჩემი მისამრთები“-ის ველს.
2 ნაბიჯი: მისამართის დამატების შემდგომ, გადავდივართ ველზე „გამოძახება“
„მონიშვნაზე“ დაკლიკების შემთხვევაში ინიშნება ყველა ამანათი ერთად.
იმ შემთხვევაში თუ, კონკრეტული ამანათ(ებ)ის კონკრეტულ მისამართზე გაგზავნა გჭირდებათ ირჩევთ და ნიშნავთ მხოლოდ თქვენთვის სასურველ ამანათ(ებ)ს.
ამანათების არჩევის შემდგომ ირჩევთ მისამართს
კომენტარის ველს ავსებთ იმ შემთხვევაში თუ რაიმე დამნატებითი ინფორმაციის მოწოდება გჭირდებათ, მაგალითად გაქვთ სხვა ოთახის ნორმებიც, რომლის გაგზავნაც ასევე იგივე მისამრთზე გინდათ. (როგორც მოცემულ „სქრინშოთშია“ ნაჩვენბი) შეგიძლიათ დამატებით აღწეროთ თქვენი მისამართი მაგალითად „ორი ნაბიჯი კორპუსი, პირველი სადარბაზო“
„გამოძახებაზე“ დაჭერით აფორმებთ საკურიეროს.
3 ნაბიჯი: თქვენს მიერ გაფორმებული საკურიეროს სტატუს აკონტროლებთ ველიდან „გამოძახებული“ როდესაც სტატუსი „განხილვის პროცესში“ შეიცვლება სატუსით „დაკმაყოფილებულია“ - საკურიერო გამზადებულია და გადაეცემა საკურიეროს იმავე ან მეორე სამუშაო დღეს.
თბილისში „დაკმაყოფილებულია“ სტატუსის გადასვლის შემდგომ ამანათს მიიღებთ 1-2 სამუშაო დღეში. რეგიონში 1-3 სამუშაო დღეში.
ნაბიჯი 1: პირად პროფილში შესვლისას, გადავდივართ ბალანსის შევსებაზე
ნაბიჯი 2: ბალანსის შევსების ველში შეგვყავს სასურველი ოდენობის თანხა (ვაწვებით "ბალანსის შევსებას")
ნაბიჯი 3: "თიბისის" გადახდების გვერდზე გადასვლის შემდგომ, შეგვყავს ჩვენი ბარათის მონაცმები ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და სამნიშნა CVC კოდი. გადახადის განხორციელება ნებისმიერი ბანკის ბარათით შეგიძლიათ ! (ამ ეტაპზე, ონლაინ გადახდების მხარდაჭერას გვიწევს "თიბისი" ბანკი, სწორედ ამიტომ, გადახდისას მოხვდებით "თიბისის" გადახდების გვერდზე)
ნაბიჯი 4: გადახდის დასასდასტურებლად გამოგეგზავნებათ კოდი თქვენი ბანკის მიერ, რომელსაც შეიყვანთ შესაბამის ველში, გადახდის დასრულების შემდგომ, გვერდი ავტომატურად რამოდენიმე წამში დაგაბრუნებთ moveasy.ge -ზე თქვენს, პროფილში ან თავად "დახურვაზე" დაჭერით შეძლებთ დაბრუნებას.
ნაბიჯი 5: ბალანსის შევსების შემდგომ, გადახვალთ იმ კატეგორიის ამანთებზე რომლის ტრანსპორტირების ღირებულების გადახდაც გსურთ (მაგალითად: საწყობში მისული, გამოგზავნილი ან ჩამოსული)
ნაბიჯი 6: კარეგორიის არჩევის შემდგომ, "ჩასქროლავთ" და მონიშნავთ ამანათებს რომლების გადახდაც გსურთ (თუ ამანათი მხოლოდ ერთია შეგიძლიათ გადახდის სიმბოლოს დააწვეთ პირდაპირ, თუ რამოდენიმე უფრო კომფორტული იქნება მონიშვნა, რის შემდგომაც ბოლოში გამოგიჩნდებათ "მონიშნულების გადახდა"
Pinduoduo-ს ინსტალაციის, მისამართის დამტებისა და გამოწერის ინსტრუქცია (Android)
Pinduoduo-ს აპლიკაცია ამ ეტაპზე არ არის Google Play-ში, შესაბამისად თუ თქვენ ფლობთ Android-ს საჭირო იქნება Pinduoduo-ს გადმოწერა უშუალოდ ვებ-გვერდიდან ბმული: https://m.pinduoduo.com/
(iPhone-ს შემთხვევაში Pinduoduo-ს აპლიკაციის გადმოწერას პირდაპირ App Store-დან შეძლებთ)
აპლიკაციის ანდორიდის ვერსიის გადმოსწერად შევდივართ https://m.pinduoduo.com/-ზე და ვაჭერთ მონიშნულ იეროგლიფებს
გადმოწერისას, შესაძლოა მიიღოთ გაფრთხილება, რომ აღნიშნული აპლიკაცია „პოტენციურად საშიშია“ აღნიშნულ მიუხედავად, ვაწვებით „გადმოწერა ყველა შემთხვევაში“ და ვიწერთ აპლიკაციას ჩვენს ტელეფონში