Pinduoduo-ს ინსტალაციის, მისამართის დამტებისა და გამოწერის ინსტრუქცია (Android)
Pinduoduo-ს აპლიკაცია ამ ეტაპზე არ არის Google Play-ში, შესაბამისად თუ თქვენ ფლობთ Android-ს საჭირო იქნება Pinduoduo-ს გადმოწერა უშუალოდ ვებ-გვერდიდან ბმული: https://m.pinduoduo.com/
(iPhone-ს შემთხვევაში Pinduoduo-ს აპლიკაციის გადმოწერას პირდაპირ App Store-დან შეძლებთ)
აპლიკაციის ანდორიდის ვერსიის გადმოსწერად შევდივართ https://m.pinduoduo.com/-ზე და ვაჭერთ მონიშნულ იეროგლიფებს
გადმოწერისას, შესაძლოა მიიღოთ გაფრთხილება, რომ აღნიშნული აპლიკაცია „პოტენციურად საშიშია“ აღნიშნულ მიუხედავად, ვაწვებით „გადმოწერა ყველა შემთხვევაში“ და ვიწერთ აპლიკაციას ჩვენს ტელეფონში
გადმოწერის შემდგომ, ვხსნით აპლიკაციას და ვაინსტალირებთ (ინსტალაციისას მაღალი ალბათობით კიდევ ერთხელ მიიღებთ, გაფრთხილებას, რომ აღნიშნული აპლიკაცია „პოტენციურად საშიშია“ „More details”-დაჭერით ჩამოვშლით პარამეტრებს და დავაჭერთ „install anyway” (როგორც მოცემულია „სქრინშოტზე“)
ინსტალაციის დასრულების შემდგომ, გახსენით აპლიკაცია და დაეთანხმეთ წესებს (მწვანე იეროგლიფებზე დაჭერით)
აქტივაციის ეტაპზე, აირჩეთ ლურჯად მოცემული იეროგლიფები და შეიყვანეთ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი (ქვეყნის კოდში მითითებული უნდა იყოს საქართველოს კოდი +995)
(თუ აქამდე ფლობდით ან ფლობთ ჩინური აპლიკაცია WeChat -ს ავტორიზაციის გავლა შეგიძლიათ WeChat -ს მეშვეობით, ამისათვის უნდა აირჩიოთ მწვანედ მოცემული იეროგფილები)
ესემეს შეტყობინების სახით მიღებულ ექვსნიშნა კოდს მიუთითებთ აპლიკაციაში.
გილოცავთ! Pinduoduo-ს აპლიკაცია დაინსტალირდა თქვენს ტელეფონში და შეიქმნა თქვენი პროფილი.
გადავდივართ მომდევნო ეტაპზე, რომლიც დროსაც დავამატებთ MOVEASY.GE-ს
ჩინურ მისამართს Pinduoduo-ს აპლიკაციაში.
მისამართის დამატებისას, აუცილებლად უნდა გვქონდეს MOVEASY.GE -ს აქტიური ანგარიში სადაც მონიჭებული გვექენბა „ოთახის ნომერი“ (უნიკალური ME- კოდი)
Pinduoduo-ს მთავარი გვერდიდან გადავდივართ მისამართების განყოფელებაში. (როგორც მოცემულია „სქრინშოტზე“)
მისამართის დამატების დაწყებისას, აუცილებლად აირჩიეთ ველი სადაც ჩინური იეროგლიფებია ! მხოლოდ ასე შეძლებთ MOVEASY.GE -ს ჩინეთის მისამართის დამატებას აპლიკაციაში
(არ დააწვეთ! ინგლისურ წარწერას „Add a new address”)
მისამართის დამატებისას, სწორად უნდა იქნას შევსებული ყველა ველი (წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ამანათები არ ჩაბარდება MOVEASY.GE -ს ჩინეთის საწყობს)
Pinduoduo-ს აპლიკაცია მოგთხოვთ ოთხი სავალდებულო ველის შევსებას:
სხვა აპლიკაციებისაგან განსხვავებით Pinduoduo არ ითხოვს, მისამართში ქუჩის დასახელბას და საფოსტო ინდექს
ყურადღებით აირჩიეთ პროვინცია / ქალაქი / უბანი რადგან ეს ერთადერთი ველია მისამართში რომელიც კოპირებით არ ივსება.
სასურველია, რომ მისმართის დამატების შემდგომ, კიდევ ერთხელ გადამოწმეთ მისამართის სისწორე (თუ რაიმე ხარვეზს აღმოაჩენთ, შეგიძლიათ შეასწოროთ „Edit”) ასევე შეამოწმეთ, რომ MOVEASY.GE -ს მისამრთი იყოს მონიშნული როგორც „Default” (მთავარი მისამართი)
მისამართის სისწორის დასადასტურებლად შეგიძლიათ მოგვწეროთ MOVEASY.GE
გილოცავთ ! მისამართი დამატებულია
ბარათის დასამატებლად და პროდუქციის შესაძენად, გამოვდივართ მთავარ გვერდზე.
(პროდუქციის არჩევამდე აუცილებლად ! გაეცანით MOVEASY.GE -ს გვერდზე არსებულ აკრძალული ნივთების ჩამონათვლას, რომლის ტრანსპორტირებაც საჰაერო გზით იკრძალება ავაკომპანიების მიერ!)
აკრძალული ნივთების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://www.moveasy.ge/ka/prohibited-items
სასურველ პროდუქტზე გადასვლის შემდგომ, ვირჩევთ ფერს, ზომას, მოდელს და ა.შ რის შემდგომაც ვაწვებით წითელ იეროგლიფებს შესაძენად
აუცილებლად მონიშნეთ VISA / MASTER CARD ველი, შემდგომ დააჭირეთ შავ იეროგლიფებს (როგორც მოცემულია „სქრინშოტზე“)
ჩამონათვალის ბოლოში, კიდევ ერთხელ აირჩიეთ გადახდის მეთოდათ VISA / MASTER CARD შეიყვანეთ თქვენი ბარათის თექვსმეტნისნა ნომერი და დააჭირეთ წითელ იეროგლიფებს.
გააგრძელეთ საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანა შემდეგი თანმიმდევრობით:
ბარათის დამატების ფინალურ ეტაპზე Pinduoduo მოგთხოვთ ექვსნიშნა კოდის შეყვანას ორჯერ, აღნიშნული კოდი თქვენი „გადახდის კოდი / პაროლი“ იქნება, რომელიც აუცილელბად უნდა დაიმახსოვროთ, რადგან შესაძლოა შემდგომი შენაძენებისას, აპლიკაციამ მოითხოვოს კვლავ დაგჭირდეთ აღნიშნული ექვსნიშნა კოდი.
გილოცავთ შენაძენი გაკეთებულია !
თქვენი ამანათების ლოჯისტიკას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მთავარი გვერდიდან