ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

შპს „მუვიზი“ (Moveasy) ახორციელებს ამანათებისა და ტვირთების სწრაფ, უსაფრთხო და ხელმისაწვდომ ტრანსპორტირებას ჩინეთიდან და აშშ-დან საქართველოში. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გაგიმარტივოთ საერთაშორისო ონლაინ შოპინგის პროცესი და გავხდეთ თქვენი საიმედო პარტნიორი გლობალურ ბაზარზე.
რას გთავაზობთ?
ჩვენ უზრუნველყოფთ სრულ ლოგისტიკურ მომსახურებას როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი ნივთები ნებისმიერი საერთაშორისო ვებ-გვერდიდან, აპლიკაციიდან თუ ონლაინ მაღაზიიდან (მაგალითად, როგორებიცაა: Pinduoduo, Taobao, Amazon, eBay და სხვა), ჩვენ კი ვიზრუნებთ მათ უსაფრთხო და სწრაფ ტრანსპორტირებაზე.
ჩვენი სერვისები მოიცავს:
  •  საჰაერო ტრანსპორტირება: იდეალური არჩევანია მათთვის, ვისთვისაც პრიორიტეტი სისწრაფე და ამანათების მოკლე ვადებში მიღებაა.
  •  სახმელეთო ტრანსპორტირება: საუკეთესო ალტერნატივა დიდი მოცულობისა და მძიმე ტვირთების ეკონომიურად გადასაზიდად.