გაცნობებთ, რომ ჩვენს მომსახურებას დაემატა სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან.
ტრანსპორტირების სტანდარტული ვადები: 25–35 დღე
(ფორს-მაჟორული სიტუაციის შემთხვევაში შესაძლებელია ვადის მცირედი ცვლილება მაქსიმუმ 45 დღემდე)
ტარიფი: 4.75$ / კგ
წონის დაანგარიშება მოხდება რეალური და მოცულობითი წონის შედარების პრინციპით. თუ ამანათის მოცულობითი წონა რეალურ წონას აღემატება 2 ან მეტი კილოგრამით, ტრანსპორტირების ღირებულება დაითვლება მოცულობითი წონის მიხედვით. მოცულობითი წონა გამოითვლება ფორმულით:
სიგრძე × სიგანე × სიმაღლე / 4000
აკრძალული ნივთების ჩამონათვალი არ იცვლება. სახმელეთო ტრანსპორტირებისას აკრძალულად მიიჩნევა ყველა ის პროდუქცია, რომელიც აკრძალულია საჰაერო ტრანსპორტირების დროს.
აკრძალული ნივთების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:
https://www.moveasy.ge/ka/prohibited-items
სახმელეთო მისამართი მოცემულია თქვენს პირად პროფილში დასახელებით “CHINA (LAND)”.
ასევე გაცნობებთ, რომ სატვირთო ტვირთების ტრანსპორტირების ტარიფია 240$-დან / კუბურ მეტრზე.
ტვირთების მიღება განხორციელდება სატვირთო საწყობში, რომელიც არ არის მითითებული თქვენს პროფილში.
სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ელ.ფოსტაზე moveasyge@gmail.com პირადი შეტყობინებით ან ტელეფონის ნომერზე 032 2 860 900.