მნიშვნელოვანი ინფორმაცია - უქმდება ნაღდი ანგარიშსწორება !
გაცნობებთ, რომ 2026 წლის 1 ივნისიდან ჩვენი კომპანია აუქმებს ოფისში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდის შესაძლებლობას.
ამანათების ტრანსპორტირების საფასურის გადახდა კვლავ შესაძლებელი იქნება:
- ბარათით ოფისში - საბანკო ტერმინალის მეშვეობით
- ონლაინ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ცვლილების მიზანია მომსახურების პროცესის გამარტივება, უსაფრთხოების გაუმჯობესება და მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი და კომფორტული სერვისის შეთავაზება.
გთხოვთ, 1 ივნისიდან ისარგებლოთ გადახდის ხელმისაწვდომი ელექტრონული მეთოდებით.
მადლობა თანამშრომლობისთვის და ნდობისთვის!