ტარიფების ცვლილება 4 მაისიდან – საწვავის ფასის ზრდის ფონზე
ძვირფასო მომხმარებლებო,
ბოლო პერიოდში მსოფლიოში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, გასული ორი თვის განმავლობაში საავიაციო საწვავის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ ეტაპისთვის ზრდამ დაახლოებით 100%-ს მიაღწია.
აღნიშნულმა პირდაპირ იმოქმედა საჰაერო გადაზიდვების საოპერაციო ხარჯებზე მთელ მსოფლიოში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.iata.org/en/publications/economics/fuel-monitor/
შეგახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია 2023 წლის თებერვლიდან დღემდე, 3 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა უცვლელ ტარიფებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში არაერთხელ გაიზარდა ლოჯისტიკური და საოპერაციო ხარჯები.
მიმდინარე წლის 14 მარტს უკვე გაცნობეთ არსებული ვითარების შესახებ:
https://t.ly/U9R9n
სამწუხაროდ, აღნიშნული განცხადების შემდეგ საწვავის ფასის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანია მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით ინარჩუნებდა ტარიფებს, მათ შორის — საკუთარი დანაკარგის ხარჯზეც.
დღეს უკვე ვდგავართ რეალობის წინაშე, როდესაც ტარიფების კორექტირება გარდაუვალია.
განახლებული ტარიფები (კგ-ზე):
ჩინეთი – 11.75$ (ექვივალენტი ლარში)
ა.შ.შ – 9.75$ (ექვივალენტი ლარში)
აქამდე მოქმედი ტარიფები:
ჩინეთი – 10.75$
ა.შ.შ – 8.75$
ახალი ტარიფები ამოქმედდება 4 მაისიდან.
ამასთან, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ბაზარზე არსებული ვითარების სტაბილიზაციისა და საოპერაციო ხარჯების შემცირების შემთხვევაში, კომპანია აუცილებლად განიხილავს ტარიფების დაკორექტირებას კლების მიმართულებით.
ჩვენთვის პრიორიტეტულია მომხმარებლის ინტერესების დაცვა, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ოპტიმალური ბალანსი ფასსა და ხარისხს შორის.
გმადლობთ ნდობისთვის.